fbpx
საბერძნეთი

რა გველის მომდევნო კვირის მანძილზე საბერძნეთში? – პროფესორი, ნიკოს ძანაკისი, კითხვას პასუხობს

კრეტას უნივერსიტეტის პნევმოლოგიის პროფესორმა, ნიკოს ძანაკისმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მომდევნო კვირის მანძილზე საბერძნეთში პანდემიის ტალღა პიკში შევა.

“ჩვენი პროგნოზების მიხედვით, პანდემია თავის პიკში სწორედ მომდევნო კვირაში შევა. ამის შემდეგ უკვე აღარ მოველით, რომ ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ახლა არის.

მოგვიანებით დაიწყება დეესკალაცია, მაგრამ ძალიან ძალიან ნელი ტემპით. მთავარი ახლა ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლის შემცირებაა. საავადმყოფოებში მყოფთა რიცხვი დაიკლებს დაახლოებით 10 დღეში, მაგრამ მე ვსაუბრობ მსუბუქ პაციენტებზე და არა რეანიმაციებში, მართვით სუნთქვაზე მყოფ ადამიანებზე. მოსალოდნელია, რომ რეანიმაციაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 600-სს გადააჭარბებს.”

ასეთია ძანაკისის შეფასებები მომდევნო კვირასთან დაკავშირებით, რომელსაც მატინა პაგონიც ეთანხმება და ამბობს, რომ ერთ კვირაში ვიხილავთ მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესებას, აქედან გამომდინარე, მხარს უჭერს ეტაპობრივ გახსნას.

 

onalem

ტესტ