fbpx
საქართველო

თებერვალში ფულადი გზავნილები $161 მლნ იყო – რომელი ქვეყნებიდან გადმოირიცხა თანხა

2021 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $161.4 მლნ აშშ დოლარი (534.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.5%-ით (24.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

სებ-ის ინფორმაციით, სულ ჩარიცხული 161.38 მლნ აშშ დოლარიდან $71.07 მლნ ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმოირიცხა, ხოლო $90.31 მლნ სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან. ამავე მონაცემების თანახმად, გზავნილებში პირველი ადგილი რუსეთის ნაცვლად, იტალიამ დაიკავა.

ქვეყნები, საიდანაც თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:

იტალია – 28.55 მლნ აშშ დოლარი;
რუსეთის ფედერაცია – 25.14 მლნ აშშ დოლარი;
საბერძნეთი – 19.71 მლნ აშშ დოლარი;
ისრაელი – 13.92 მლნ აშშ დოლარი;
აშშ – 19.13 მლნ აშშ დოლარი;
თურქეთი – 8.56 მლნ აშშ დოლარი;
უკრაინა – 7.41 მლნ აშშ დოლარი;
გერმანია – 7.3 მლნ აშშ დოლარი;
აზერბაიჯანი – 5.96 მლნ აშშ დოლარი;
ესპანეთი – 3.99 მლნ აშშ დოლარი;
საფრანგეთი – 2.67 მლნ აშშ დოლარი,
პოლონეთი – 2.10 მლნ აშშ დოლარი;
ყაზახეთი – 1.77 მლნ აშშ დოლარი;
კანადა – 1.45 მლნ აშშ დოლარი;
ირლანდია – 1.42 მლნ აშშ დოლარი;
გაერთიანებული სამეფო – 1.10 მლნ აშშ დოლარი;
სომხეთი – 1.04 მლნ აშშ დოლარი;
ყირგიზეთი – 1.04 მლნ აშშ დოლარი;
კვიპროსი – 1.03 მლნ აშშ დოლარი.

2021 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.0 მლნ აშშ დოლარი (69.4 მლნ ლარი) გაიგზავნა, რაც 2020 წლის თებერვლის (21.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.

onalem

ტესტ