ქვეყნები, საიდანაც ივლისში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შევიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 208.4 მლნ აშშ დოლარი (652.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.4%-ით (19.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში ევროკავშირის წილი 40.30%-ია, ყველაზე მეტი – 40.11 მლნ კი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა.
ქვეყნები, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:
- რუსეთის ფედერაცია – $40.1 მილიონი, წინა წელთან 0.71% კლება
- იტალია – $33.3 მილიონი, წინა წელთან 18.8% ზრდა
- აშშ – $25.5 მილიონი, წინა წელთან 13.7% ზრდა
- საბერძნეთი – $20.6 მილიონი, წინა წელთან 2% ზრდა
- ისრაელი – $16.1 მილიონი, წინა წელთან 14.4% ზრდა
- გერმანია – $9.9 მილიონი, წინა წელთან 43.4% ზრდა
- თურქეთი – $8.9 მილიონი, წინა წელთან 20.6% კლება
- უკრაინა – $7.4 მილიონი, წინა წელთან 24.9% კლება
- აზერბაიჯანი – $6.7 მილიონი, წინა წელთან 11.8% ზრდა
- ესპანეთი – $5.3 მილიონი, წინა წელთან 6.2% ზრდა.
სებ-ის თანახმად, 2021 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მლნ აშშ დოლარი (83.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივლისის (22.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19.9%-ით მეტია.
წყარო: www.tabula.ge