fbpx
საზოგადოება

ნიკოს ხარდალია იშემიური ინსულტით საავადმყოფოში მოათავსეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ ნიკოს ხარდალიას იშემიური ინსულტი დაემართა.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით, საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე აგია ოლღას საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მიუხედავად ამისა, ცხადია, საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას.

ხარდალიას წარსულში გადატანილი აქვს გულის შეტევა, ხოლო ბოლო პერიოდში ის უმძიმესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, ხანძრების გამო. აქტიურად მუშაობდა და ჰქონდა ძლიერი სტრესი, რაც მის ჯანმრთელობაზე ასე აისახა.

 

onalem

ტესტ