fbpx
საბერძნეთი

კოსმოპოლიტური მიკონო “შრება” – ვილებში აუზებისთვის წყალი არ ჰყოფნით

წელს კოსმოპოლიტურ კუნძულ მიკონოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. გარდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო მთელ ქვეყანაში, გაჩნდა მეორე მნიშვნელოვანი და კრიტიკული საკითხი – წყლის მოხმარების განსაკუთრებული ზრდა.

ფაქტია, რომ მიკონოზე 2019 წელთან შედარებით ამ დროისთვის წყლის მოხმარება 20%-ზე მეტით არის გაზრდილი და ეს ყველაფერი შეშფოთებას იწვევს.

ორწლიანი გვალვის გამო მნიშვნელოვნად არის დაცემული კაშხლების დონე, რაც ნიშნავს, რომ მათგან წყლის ამოტუმბვის შესაძლებლობა შეზღუდულია და შესაბამისად, ცარიელდება აუზები, რომლებიც ვილებშია განთავსებული. მათთვის ფიზიკურად შეუძლებელია წყლის ამოტუმბვა ისეთ ადგილებში განსაკუთრებით, რომლებიც დიდ სიმაღლეზე მდებარეობს და ამ ვილების აუზები წყლის გარეშე რჩებიან.

თავად მიკონოს ΔΕΥΑ-ს ხელმძღვანელობის განცხადებით, წელს წყლის მოხმარება 30%-ით არის გაზრდილი და ისინი მოუწოდებენ ადგილობრივ ბიზნესმენებს და ვიზიტორებს, რომ წყალი მიზანმიმართულად და შეზღუდული რაოდენობით გამოიყენონ, რათა მოხდეს დაზოგვა.

 

onalem

ტესტ