fbpx
საბერძნეთი

7 აპრილიდან თვით-ტესტირება საბერძნეთში – აფთიაქებში AMKA-ს ნომრით სწრაფ ტესტებს უფასოდ ავიღებთ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ოთხშაბათიდან, 7 აპრილიდან, საბერძნეთის აფთიაქებში მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სწრაფი ტესტები იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც უკვე ცნობილია, მოსახლეობას ისინი უფასოდ გადაეცემა, საკმარისი იქნება მხოლოდ AMKA-ს ნომრის წარდგენა.

თითოეულ ადამიანს აქვს უფლება აიღოს სწრაფი ტესტი უფასოდ, ყოველ კვირას, ანუ თვეში ოთხჯერ. თუმცა, როგორც ირკვევა, ოთხშაბათიდან დაიწყება ტესტების გაცემა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე, ვინაიდან მთავრობა გეგმავს, რომ საშუალო და უმაღლესი სკოლები გახსნას 12 აპრილისთვის, ამისთვის კი, საჭიროა გარკვეული საფუძველი.

მშობლებს ექნებათ უფლება, რომ აიღონ ტესტები საკუთარი შვილებისთვის, მათი AMKA-ს ნომრის წარდგენის საშუალებით.

შემდეგ ეტაპებზე სწრაფი ტესტები გაიეცემა მოსახლეობის სხვა ნაწილზეც, რასთან დაკავშირებითაც, ცხადია, გამოქვეყნდება ინფორმაცია.

გთავაზობთ ხშირად დასმულ კითხვებს, რომლებიც ეხება აღნიშნული ტესტის სახლის პირობებში გაკეთებას:

1. რთულია თუ არა ტესტის გაკეთება?

არა. ტესტის გაკეთება მარტივია, სახლის პირობებში, დამოუკიდებლად.

2. სანდოა თუ არა სწრაფი ტესტი?

დიახ. სწრაფი ტესტების სანდოობის ხარისხი დაახლოებით 95%-99%-ია.

3. რას გავაკეთებ, თუ აღმოვაჩენ, რომ ტესტის პასუხი დადებითია და კორონავირუსი მაქვს?

მიჰყვებით სპეციალურ პროტოკოლს, რომელიც უახლოეს მომავალში ოფიციალურად გამოცხადდება, ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის მიერ. შემდეგ უნდა მიხვიდეთ სპეციალურ ცენტრში ხელმეორე შემოწმებისთვის. (დადებითი სწრაფი ტესტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ცნობა, სამსახურში არ მისვლისთვის).

4. შემიძლია გავიკეთო ტესტი რამდენჯერმე?

თოთოეულ მოქალაქეს ეკუთვნის ტესტი თვეში ოთხჯერ ანუ ყოველ კვირას, რომელსაც აიღებს თავისსავე უბანში მდებარე აფთიაქში.

5. შემიძლია თუ არა ტესტის გაკეთება ფარმაცევტის დახმარებით და არა დამოუკიდებლად?

ტესტის გაკეთება სახლის პირობებში მარტივია, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფარმაცევტებსაც შეეძლოთ დახმარების გაწევა, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ისინი აღნიშნულ მომსახურებაზე უარს აცხადებენ, რაც უნდა იყოს კომპენსაცია.

6. ფასიანი იქნება თუ არა სწრაფი ტესტი?

არა. სწრაფი ტესტი უფასო იქნება ყველასთვის.

7. აღნიშნული სწრაფი ტესტი არის თუ არა ისეთი ტესტი, რომლის გაკეთების დროსაც ნაცხის აღება ხდება ღრმა ქსოვილებიდან?

არა. ეს არ არის იგივე ტესტი. ნაცხის აღება ამ შემთხვევაში ბევრად მარტივია, ცხვირიდან და პირის ღრუდან.

8. შემიძლია თუ არა ტესტი ავიღო ჩემი ოჯახის სხვა წევრებისთვის?

დიახ. შესაძლებელია ტესტი აიღოთ მაგალითად თქვენი შვილებისთვის (ცხადია, საჭიროა AMKA-ს ნომრების წარდგენა).

onalem

ტესტ