fbpx
საბერძნეთი

საზარელი სურათი სანტორინზე მდებარე სახლში: 34 წლის ემიგრანტი დაჩეხილი იპოვეს

სანტორინზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კუნძულზე 34 წლის ემიგრანტი ფაქტობრივად დაჩეხილი იპოვეს, ფანჯრის მინისგან.

ირკვევა, რომ ის ბანგლადეშის მოქალაქეა, ცხედარი ბერძენმა და კიდევ ორმა სხვა ბანგლადეშელმა იპოვეს. მათ დაუყოვნებლივ შეატყობინეს შესაბამის უწყებას და ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი ატიკიდან ჩავიდა.

მედია წერს, რომ ჩატარდა ექსპერტიზაც, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ეს არი იყო მკველელობა. დასკვნის მიხედვით, ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში იყო, სახლში შესვლა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა, შემდეგ კი ფაჯრიდან გადაძვრომა გადაწყვიტა. ვინაიდან ფანჯარა დაკეტილი იყო, მან მინა ჩატეხა და გადახტომისას შუშის ნაწილები მუცელში შეერჭო, შემდეგ დაეცა, ფარდაში გაეხვა და გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, მისი ჭრილობები ისეთი იყო, თითქოს, ვიღაცამ მისი ორ ნაწილად გაჭრა სცადა. თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ ის სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა, მაგრამ გამოძიება და ექსპერტიზის დასკვნა აღნიშნულს არ ადასტურებს,

onalem

ტესტ