fbpx
საბერძნეთი

უპრეცენდენტო შემთხვევა საბერძნეთში: Pfizer-ით სრულად ვაქცინირებული მამაკაცი გარდაიცვალა

ბერძენმა პროფესორმა, პაპანიკოლაუს საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების დირექტორმა, ნიკოს კაპრაველომ ტელეკომპანია Open-თან უპრეცენდენტო შემთხვევის შესახებ ისაუბრა.

“ჩემს განყოფილებაში გვქონდა შემთხვევა, რომელიც გამონაკლისს წარმოადგენს. გარდაიცვალა 70 წლის მამაკაცი, რომელიც სრულად იყო ვაქცინირებული Pfizer-ის წარმოების ვაქცინით. მიუხედავად ამისა, ის დაინფიცირდა და უმძიმესი პნევმონიით შემოიყვანეს საავადმყოფოში. ცხადია, მართვით სუნთქვაზე შევაერთეთ, თუმცა, მისმა ორგანიზმმა კოვიდთან ბრძოლას ვერ გაუძლო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ადამიანს არ ჰქონდა არანაირი თანმდევი დაავადებები. 

ამით იმის თქმა მინდა, რომ აცრილი ადამიანები არ უნდა “გავაღმერთოთ”, ისინიც ფრთხილად უნდა იყვნენ, მიუხედავად ძლიერი იმუნიტეტისა, რომელსაც ვაქცინა აძლევთ. ვიმეორებ, რომ აცრა ერთადერთი იარაღია, რომელიც პანდემიასთან ბრძოლას მოგვაგებინებს,” თქვა პროფესორმა.

onalem

ტესტ