fbpx
საბერძნეთი

ფენომენი “კარმელ” საბერძნეთში – დათოვლილი ატიკა და სხვა რეგიონები

ატიკის რეგიონის ჩრდილოეთი ნაწილი კლიმატურმა ფენომენმა “კარმელ” თეთრად დაფარა. ფენომენი პარასკევიდან გააქტიურდა და იპოკრატიო პოლიტიასა და დიონისოს მაცხოვრებლებმა წლის პირველი თოვლი იხილეს.

უხვი ნალექის გამო არსებობს შეფერხებები საავტომობილო გზებზე და საბერძნეთის პოლიციამ გადაადგილება აკრძალა.

ატიკის გარდა, თოვს ევიაშიც, სტენის ტერიტორიაზე, სადაც ერთი მამაკაცი მთაში მომწყვდეული აღმოჩნდა. მის დასახმარებლად მოხალისეები ფსახნადან წავიდნენ და სამშვიდობოს გამოიყვანეს.

როგორც ირკვევა, ატიკაში თოვა შაბათ-კვირის მანძილზე შენარჩუნდება.

კადრები ატიკიდან (დიონისო):

onalem

ტესტ