fbpx
საბერძნეთი

ოჯახური ტრაგედია კატერინში: გარდაცვლილია სამი ადამიანი

ადგილობრივი მედიის ცნობით ქალაქ კატერინში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი – ორი, 78 და 82 წლის მამაკაცი და 45 წლის ქალი. ქალი 82 წლის მამაკაცის შვილი იყო. ხანძარი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა და ვარაუდობენ, რომ მიზეზი გათბობის სისტემის გაუმართავობაა.

გავრცელებული ინფორმაციით, 78 წლის მამაკაცს პირველ სართულზე ეძინა, დაახლოებით ღამის 5 საათზე კი ცეცხლი სწორედ მის საძინებელში გაჩნდა.

მეორე სართულზე 82 წლის მამაკაცი და მისი 45 წლის ქალიშვილი იმყოფებოდნენ და მათ აივნის კარის გაღება სცადეს, რათა ჰაერი შემოსულიყო, თუმცა, უკვე ძალიან გვიანი იყო. ისინი კვამლით მოიწამლნენ.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ბრიგადებს საზარელი სურათი დახვდათ. მამა-შვილი აივნის კარიდან ოდნავ მოშორებით გარდაცვლილები იპოვეს.

onalem

ტესტ