fbpx
საბერძნეთისხვადასხვატერორიზმი

საბერძნეთის ხელისუფლება ტერორისტული აქტის შიშის გამო მაქსიმალურ რეაგირებას ახდენს

საბერძნეთის სპეცსამსახურები მაქსიმალურს აკეთებენ რათა ჯიჰადისტების ტალღამ არ შემოიჭრეს საბერძნეთის ტერიტორიაზე. ტალღამ რომელმაც მთავარ ევროპულ დედაქალაქებს უკვე დიდი ზიანი მიაყენა.

როგორც ცნობილი ბერძნული გაზეთი, “თავისუფალი პრესა” წერს, ზაფხულის დასაწყისიდან, ბერძნულმა ძალებმა, მაქსიმალურად გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები ყველა ბერძნულ ტურისტულ ზონაში. არა მარტო ტურისტულ ზონებში, არამედ ქალაქებში და ყველა იმ კუნძულზე სადაც ლტოლვილები ნავებით და პატარა კატერებით შემოდიან. მთავარი ამოცანაა, საეჭვო პირები შემოწმდნენ და მათი საინფორმაციო ბაზა შეიქმნას.

გაზეთის თანახმად, საბერძნეთის უწყებებმა უკვე იციან რომ საბერძნეთში არსებობენ პირები რომლებიც ექსტრემისტულ საქმიანობაში არიან ჩართულნი, თუმცა მათ, მტკიცებულებები არ აქვთ რათა ისინი დააკავონ. შესაბამისად, ეს ადამიანები 24 საათიან მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ზაფხულის დასაწყისში, ბრძანების თანახმად, ყველა ტურისტული კუნძული მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო დაცული ტერორისტული შეტაკებების ასარიდებლად, რაც დღეს ძალაშია.