fbpx
საბერძნეთი

“თუ საბერძნეთი ჩაკეტვას არ განაგრძობს, “ცუნამი” გველის” – გიორგოს პავლაკის

პროფესორმა და მკვლევარმა, გიორგოს პავლაკიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ საბერძნეთი კვლავ არ ჩაიკეტება, ომიკრონის ვარიანტი გააქტიურდება და იანვარში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ცუნამს გამოიწვევს.

“ერთადერთი, რაც მუშაობს, არის ადამიანების კონტაქტების შემცირება, ანუ დახურვა. საბერძნეთს არაჩვეულებრივი ექსპერტები ჰყავს, მთავრობას შეუძლია, რომ მათთან თანამშრომლობითა და რეკომენდაციებით, ადვილად მივიდეს გადაწყვეტილებებამდე, თუ რა უნდა გააკეთოს.

ამჟამად ინფექცია გვიტევს, ვინაიდან მოქალაქეთა ერთი მეოთხედი სრულიად დაუცველია. დაღუპულთა დიდი რაოდენობა იქნება მომდევნო ორი კვირის მანძილზეც. საბერძნეთის საავადმყოფოები უძლებენ დაახლოებით 400-500 პაციენტს, მართვითი სუნთქვის აპარატებზე.

ახლა ქვეყანას ბოლო შანსი აქვს, რომ დღესასწაულებამდე შემცირდეს კონტაქტები და ინფიცირებულთა რიცხვი, იმისთვის, რომ საჭირო არ გახდეს ჰორიზონტალური კარანტინი,” აცხადებს პავლაკი.

მეცნიერი იმასაც აღნიშნავს, რომ გასულ წელს საბერძნეთს ერთ დღეში 130 გარდაცვლილი არ ჰყოლია, წელს კი ეს რეკორდიც მოხსნა, როდესაც 14 დეკემბერს 24 საათში სწორედ 130 ადამიანი დაიღუპა.

onalem

ტესტ