fbpx
საბერძნეთი

ახალი ზომები საბერძნეთში – რას განიხილავენ ექსპერტები ამ კვირიდან?

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო საგანგებო შეხვედრების გამართვას გეგმავს მიმდინარე კვირიდან, რათა განიხილონ ისეთი საკითხები, რომლებიც ქვეყანაში დამძიმებულ ეპიდმდგომარეობას და ახალი ზომების საჭიროებას ეხება.

ამ ეტაპისთვის ძალიან მაღალია ინფიცირების შემთხვევათა ყოველდღიური რაოდენობა, ასევე მართვით სუნთქვაზე მყოფთა რიცხვი და საავადმყოფოებში მიმართვიანობა, რაც ნიშნავს, რომ მათი აზრით, ახალი ზომების მიღების საჭიროება დგება.

მოსალოდნელია, რომ ყურადღება გამახვილდეს ღია სივრცეებზე და დაწესდეს დამატებითი შეზღუდვები კაფეებში, ბარებსა და ტავერნებში. ეს ეხება იმ დაწესებულებებს, სადაც იღებენ როგორც აცრილებს, ასევე აუცრელ კლიენტებს.

ამას გარდა, პროტოკოლის გამკაცრება იგეგმება დასაქმებულებისთვის, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულები. შეასძლოა, რომ მათთვის სავალდებულო გახდეს, სამსახურებში გამოცხადებამდე, ტესტი ჩაიტარონ კვირაში ორჯერ, ერთის ნაცვლად, როგორც ეს ახლა არის ძალაში.

ოფიციალური გადაწყვეტილებების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

onalem

ტესტ