fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან საბერძნეთში ფასდაკლებები იწყება – რომელ კვირა დღეს იქნება მაღაზიები ღია?!

საბერძნეთში ხვალიდან, 1 ნოემბრიდან, საშემოდგომო ფასდაკლებები იწყება და უამრავი ნივთის შეძენა საკმაოდ დაბალ ფასად იქნება შესაძლებელი. ყველა მოუთმენლად ელის სეზონს, როცა ფასები ეცემა და საშობაო განწყობა ნელ-ნელა მაღლდება.

საშემოდგომო ფასდაკლებები დაიწყება 1 ნოემბერს და ორი კვირის მანძილზე იქნება მოქმედებაში.

ნოემბრის და ასევე, მოგვიანებით, დეკემბრის თვეში, მაღაზიები ღია იქნება კვირა დღეებშიც, საერთო ჯამში სამი კვირა, კერძოდ:

7 ნოემბერი

12 დეკემბერი

19 დეკემბერი.

ნებისმიერი მაღაზიის ხელმძღვანელობა ვალდებულია თითოეულ პროდუქტზე მითითებული იყოს როგორც ძველი, ასევე ახალი ფასები, რათა მომხმარებლისთვის გასაგები იყოს, თუ საიდან მოხდა ფასის კლება.

onalem

ტესტ