fbpx
საბერძნეთი

არჩევნები საბერძნეთში: ბოშებს თითოეული ხმის მიცემის სანაცვლოდ 50 ევროს აძლევდნენ

დღეს საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დარღვევები დაფიქსირდა. ირკვევა, რომ მესოლონგის ტერიტორიაზე კონკრეტული დეპუტატისთვის ხმის მისაცემად ბოშებისგან ხმებს ყიდულობდნენ.

უფრო კონკრეტულად, თითოეულ ბოშას ხმის სანაცვლოდ 50 ევროს აძლევდნენ. საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ ორ ადამიანს ნამდვილად გადასცეს 50 ევრო, ახლა კი, გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ რამდენ ადამიანს მისცეს ქრთამი.

პოლიციის განყოფილებაში გამოიძახეს ასევე თავად დეპუტატობის კანდიდატიც, რომელიც ამ რეგიონში იყრიდა კენჭს.

მედიის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა კარდიცაშიც, სადაც ასევე 50 ევროებს არიგებდნენ იმის ნაცვლად, რომ ხალხს კონკრეტული კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი.

onalem

ტესტ