fbpx
საბერძნეთი

“ჩემი ორი ვაჟი და ერთი გოგონა ომში გაიწვიეს, სამი ღამეა არ მძინებია” – ბერძენი ქალი, რომელიც ოჯახით ისრაელში ცხოვრობს

ბერძენი ქალი, რომელიც ოჯახით ისრაელში, კერძოდ, იერუსალიმში ცხოვრობს, ტელეკომპანია Mega-სთან საუბრობს და ამბობს, რომ უკვე სამი ღამეა, რაც თვალი ერთი წუთითაც არ მოუხუჭავს.

“საომარ მდგომარეობაში ვართ, სიტუაცია არის უკიდურესად მძიმე. ჩემი სამივე შვილი, ორი ვაჟი და ერთი გოგონა, საომრად გაიწვიეს, არა ფრონტის პირველ ხაზზე, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი წინა ხაზს ემსგავსება. დროის მსვლელობის ფონზე დახოცილთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება, სახლიდან გასვლა კი შეგვიძლია, მაგრამ საკითხავია, გვინდა თუ არა გასვლა.

როგორც დედას, სამი ღამეა თვალი არ მომიჭუხავს, საბედნიეროდ, ჩემი შვილები მეკონტაქტებიან და კარგად არიან, ჩემი გოგონა დაჭრილ მეომრებს უვლის, კადრები, რომლებსაც ხედავს, უმძიმესია, მაგრამ ძალიან ძლიერი გოგოა და მისით ვამაყობ. ხანდახან სახლში ბრუნდება, მაგრამ ჩემს ვაჟებს დაბრუნება არ შეუძლიათ. 

ჭურვები არ ჩერდება, მუდმივად ვუყურებთ ტელევიზორს, რადგან იქ ამბობენ, თუ სად აპირებენ ჩამოგდებას,” ახადებს ქ-ნ ჯულიანა.

onalem

ტესტ