fbpx
საბერძნეთი

მე-4 თაობის 7 ახალი მატარებელი ათენის მეტროში – “დიმოტიკო თეატრო-აეროპორტი” სულ მალე თანამედროვე ვაგონებით

ბერძნული მედიის ინფორმაციით, გამოცხადდა ტენდერი, რომელიც ათენის მეტროს მატარებლების ახლებით ჩანაცვლებას გულისხმობს და უახლოეს მომავალში მგზავრებს თანამედროვე ვაგონები უნდა მოემსახურონ, რომლებიც სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც დღეს გვაქვს.

საუბარია მე-4 თაობის მატარებლებზე, რომლებიც მომდევნო წლების მანძილზე უნდა განთავსდნენ მეტროს მე-3 ხაზზე, “დიმოტიკო თეატრო-აეროპორტი” და შეცვლიან იმ მატარებლებს, რომლებიც უკვე “დაძველებას” იწყებენ. მატარებლები ათენის მეტროში ბოლოს 15 წლის წინ შეიცვალა.

ათენის მეტროს ტენდერი გულისხმობს ახალი თაობის 7 მატარებელს, რომელთაც ექნებათ ორმაგი ელექტრიფიკაცია, ორმაგი სიგნალიზაცია და ტელეკომუნიკაციის განახლებული სისტემა. 1 მატარებელი შედგება 6 ვაგონისგან, ჯამში სიგრძე 106 მეტრს შეადგენს და 1.030 მგზავრის დატევა შეუძლია.

როგორც ცნობილი გახდა, მათი ღირებულება 187,24 მილიონი ევროა, რადგან მუშაობენ სპეციალური ტექნოლოგიით და იყენებენ ელექტროძრავის ორ სისტემას.

 

onalem

ტესტ