fbpx
საბერძნეთი

დროის ცვლილების საკითხი კვლავ “გაყინულია” – საბერძნეთში თვის ბოლოს საათებს 1 საათით უკან გადავწევთ

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ოქტომბრის თვის ბოლოს ისევ გადავდივართ “ზამთრის გრაფიკზე”, რაც ნიშნავს, რომ საათები ისევ უნდა გადავწიოთ.

2021 წელს გამართული მსჯელობის შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო, დროის ცვლილების საკითხი “გაყინულია” და მოგვიწევს, რომ ოქტომბრისა და მარტის თვეში ზამთრისა და ზაფხულის დროებზე გადავიდეთ.

ზამთრის გრაფიკის ფარგლებში საბერძნეთში საათებს 2023 წლის 29 ოქტომბერს 1 საათით უკან გადავწევთ, ხოლო შემდეგ, ზაფხულის დროზე დასაბრუნებლად, 2024 წლის 31 მარტს, კვლავ წინ გადავწევთ.

უცნობია, აპირებს თუ არა ევროკავშირის აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთხელ მსჯელობას და მხოლოდ ერთი დროის შენარჩუნებას მთელი წლის მანძილზე.

onalem

ტესტ