fbpx
საბერძნეთი

დღეს მოღრუბლულობა და დაბალი ტემპერატურა საბერძნეთში – სად ითოვებს?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 19 მარტს, საბერძნეთში დაბალი ტემპერატურა, მოღრუბლულობა, ზოგიერთ რეგიონში კი, თოვლიც მოსალოდნელია.

დასავლეთ მაკედონიაში ჰაერის ტემპერატურა -5-დან 4 გრადუსამდე იმერყევებს, თესალიაში -3-დან 8 გრადუსამდე, იპიროში -3-დან 12 გრადუსამდე, იონიის კუნძულებზე 3-დან 10 გრადუსამდე, კიკლადესსა და დოდეკანესის კუნძულებზე 8-10 გრადუსს მიაღწევს, ხოლო კრეტაზე ჰაერი 5-დან 10 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, იქროლებს ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი, რომლის ძალაც 5-7 ბალს მიაღწევს, ხოლო ჰაერი 8 გრადუსამდე გათბება. ხვალ შუადღისთვის ათენში მოსალოდნელია წვიმა.

ცენტრალურ და ჩრდილოეთ მაკედონიაში სინოპტიკოსები თოვლს პროგნოზირებენ, თესალონიკში კი, ჰაერის ტემპერატურა -1-დან 6 გრადუსამდე იმერყევებს.

onalem

ტესტ