fbpx
საზოგადოება

“რუსეთის ბარბაროსულმა შეჭრამ ბერძნები არ უნდა გაგვყოს! შევთანხმდეთ, ვართ მსხვერპლის თუ მოძალადის მხარეს?!” – ნიკოს პორტოკალოღლუ

ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი, ნიკოს პორტოკალოღლუ რუსეთის უკრაინაში შეჭრას უმიზეზოს, ბარბაროსულსა და არაადამიანურს უწოდებს. მუსიკოსი ბერძენ ხალხს მოუწოდებს, რომ სწორედ ეს სასტიკი ომი არ უნდა იქცეს მიზეზად, რომ ერი ორად გაიყოს, აზრთა სხვადასხვაობის გამო.

“იდეოლოგიების მიღმა, ერთ ცხად რამეზე მაინც უნდა შევთანხმდეთ: ვართ მოძალადის თუ მსხვერპლის მხარეს?! უკრაინელი ხალხი გმირულად ებრძვის ბარბაროსულ, არაადამიანურ და უმიზეზო, უაზრო შეჭრას. მოდით, ნუ იქნება ეს ბერძენი ერის გაყოფის კიდევ ერთი მიზეზი!” – წერს პორტოკალოღლუ და აღნიშნავს, რომ მისი გული და გონება უკრაინელებთან არის.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საბერძნეთის მოსახლეობა, მიუხედავად მთავრობის სხვაგვარი პოზიციისა, ევროპაში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გამოირჩევა, რუსეთის ქმედებებისადმი “მხარდაჭერის” თვალსაზრისით.

onalem

ტესტ