fbpx
საზოგადოება

მიცოტაკის უსიამოვნო საუბარი მიწისძვრით დაზარალებულებთან: პრემიერმა ხალხი დაადანაშაულა?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, გუშინ კრეტაზე ჩავიდა და მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა. პრემიერი გაეცნო ადგილზე არსებულ მდგომარეობას, თუმცა, მისი ხალხთან გასაუბრება არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა.

მიცოტაკიმ თქვა ფრაზა, რომელიც ჭერის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. პრემიერი მათ დაჰპირდა, რომ ქალაქს თავიდან ააშენებენ, თუმცა, ასევე დასძინა, რომ ყველაფერი უნდა აშენდეს სწორად. ის ამ მინიშნებით გულისხმობდა, რომ ნგრევა სახლების არასწორ აშენებას უკავშირდება და ფაქტობრივად, მომხდარზე პასუხისმგებლობა მოსახლეობას დააკისრა.

onalem

ტესტ