fbpx
საბერძნეთი

რამდენი ევროთი გაძვირდება დენი საბერძნეთში?! – ენერგეტიკის მინისტრი კითხვას პასუხობს

გარემოს დაცვისა და ენერეტიკის მინისტრი, კოსტას სკრეკა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ელექტრო ენერგიის ფასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრობს. მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის ფასების ზრდა “შოკისმომგვრელი” არ იყოს.

“ეს ზამთარი საკმაოდ რთული იქნება, სწორედ ამიტომ გამოცხადდა კორპუსებში გათბობის დახმარების 20%-ით გაზრდა და ელექტრო ენერგიის გადასახადის სუბსიდირება. თუ დავინახავთ, რომ რთული პირობები დეკემბრის შემდეგაც შენარჩუნდება, საბერძნეთის მთავრობა მზად არის ხალხის დასახმრებლად.

რაც შეეხება, ფასების ზრდას, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში ელ. ენერგიის საფასურმა თვეში 2-3 ევროზე მეტით არ უნდა მოიმატოს. 

ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ დენის, გაზის ან ნავთობის საფასურს არ განსაზღვრავს მხოლოდ რომელიმე ქვეყნის ერთი კონკრეტული მთავრობა,” ამბობს სკრეკა.

ამრიგად, მინისტრის განმარტებით, ყოველ თვეზე ელ. ენერგიის გადასახადი შეიძლება განისაზღვროს 2-3 ევროთი მეტით, ვიდრე ეს აქამდე იყო.

onalem

ტესტ