fbpx
საზოგადოება

“შენ და მამა იჩხუბებთ, სამსახურიდან გაგიშვებენ და საჭმლის ფული აღარ გვექნება” – რა უთხრა სკორდას უმცროსმა ვაჟმა

ფეის კორდა The 2night Show-ში, გრიგორი არნაუტოღლუსთან იყო მიწვეული. სკორდამ გულწრფელად ისაუბრა გიორგოს ლიაგას მის გადაცემაში დაბრუნების თემაზე და ისიც გაამხილა, თუ რა რეაქცია ჰქონდათ მის შვილებს, როცა ამ ამბის შესახებ გაიგეს.

“ჩემი არჩევანი იყო, რომ გიორგო გადაცემაში დაბრუნებულიყო. კოლეგები ვსაუბრობდით და მე წამოვაყენე ეს წინადადება. რაც შეეხებათ ბავშვებს, ძალიან დიდი სიფრთხილე და ყურადღება სჭირდება ამ თემას და მე ყველაფერზე ნაფიქრი მქონდა. დაშორების პირველ ეტაპზე ნამდვილად არსებობდა საკმაო დაძაბულობა, მაგრამ გიორგომ და მე ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ბიჭები იყვნენ. 

როცა ბავშვებს ვუთხარით, რომ სატელევიზიო ეთერში დედა და მამა ისევ ერთად იქნებოდნენ, იანის ძალიან გაუხარდა, რადგან მას ნანახი ვყავდით Mega-ზე, ხოლო უმცროსმა გვითხრა: “ახლა იჩხუბებთ, ერთმანეთს დახოცავთ, სამსახურიდან გაგათავისუფლებენ და საჭმლის ფული აღარ გვექნება”. გიორგო და მე ერთმანეთს პროფესიულადაც დავშორდით, რადგან თავიდან ყველაფერი ახალი იყო და ჯერ კიდევ არსებობდა გრძნობები. დაძაბულობა იყო სამსახურშიც, მაგრამ ახლა ამაზე ვიცინით და წელს ძალიან კარგად ვართ,” თქვა ფეიმ.

onalem

ტესტ