fbpx
საზოგადოება

მარია მენუნოსის დიდი ბერძნული ქორწილი (ფოტო/ვიდეო)

მარია მენუნოსმა ნამდვილი ბერძნული ქორწილი გადაიხადა, თავის მშობლიურ ადგილას – აკოვოსში. ცერემონია ბერძნულ, მართლმადიდებლურ სტილში შაბათ დღეს ჩატარდა.

” მე რელიგიური სტილის ქორწინება მინდოდა, საბერძნეთის საპატივცემულოდ,” – განუცხადა მენუნოსმა ბერძნულ მედიას და წვეულებაზე უამრავი ადამიანი მოიწვია თავისი ბედნიერების გასაზიარებლად.

მარია და მისი მეუღლე, კევენი ოთხშაბათს ჩავიდნენ იმ ადგილას, სადაც ცერემონია უნდა გამართულიყო, რათა საბოლოო დეტალები შეეთანხმებინათ.

მანამდე კი, 2 დღით ადრე, წინასაქორწინო წვეულება გამართეს ათენში.

ქორწილში მიწვეულები იყვნენ არა მარტო ნათესავები და მეგობრები, არამედ არკადიას სოფელ აკოვოსის ყველა მაცხოვრებელი და უამრავი ჟურნალისტი.

ცნობილია, რომ სოფელში, თითქმის ყველა ადამიანი იყო ჩართული საქორწილო სამზადისში. ადგილობრივმა მზარეულებმა წინა დღეებში დაიწყეს მზადება და ქორწილის დღეს, სტუმრებს საშუალება მიეცათ ადგილობრივი კერძები დაეგემოვნებინათ.

“მარიას ეკლესიამდე ვირით უნდოდა მისვლა, მაგრამ კაბის სიგრძემ ხელი შეუშალა და ამის ნაცვლად, ცხენშებმული კარეტა გამოიყენეს,” – განაცხადა პატარძლის მამამ.

ქორწილის მენიუ 200 კაცისათვის იყო განკუთვნილი და როგორც წყაროები გვამცნობენ, იგი ათენიდან 4 სატვირთო მანქანით ჩაიტანეს.

საქორწილო სუფრა ლიმონის დეკორატიული ხეებით იყო გაფორმებული.

ადგილობრივი მუსიკოსები იქამდე უკრავდნენ, სანამ ნეფე-პატარძალსა და სტუმრებს ცეკვის ძალა გამოელეოდათ.

სანამ პატარძალი ეკლესიაში მისასვლელად ემზადებოდა, მშობლების სახლსა და მთელ სოფელში ზეიმი უკვე დაწყებული იყო.

ჟურნალისტებთან საუბრისას, საქმრომ განაცხადა, რომ მან ტრადიცია სრულად დაიცვა და ქორწინების ცერემონიამდე, არც პატარძალი ჰყავდა ნანახი და არც მისი კაბისთვის ჰქონდა თვალი მოკრული.

შეგახსენებთ, რომ წყვილი უკვე იმყოფებოდა სამოქალაქო ქორწინებაში. მათ ხელი 2017 წლის 31 დეკემბერს, ნიუ იორკში მოაწერეს.

onalem

ტესტ