fbpx
საბერძნეთი

1-ლი ნოემბრიდან კონტროლი ძლიერდება: ატიკის ქუჩებში დამატებით 1.000 პოლიციელი და 100-მდე მანქანა გამოდის

საბერძნეთის მთავრობამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ და ატიკის რეგიონის ქუჩებში გამოჰყავს დამატებით 1,026 ოფიცერი და პოლიციის 100 ახალი მანქანა. ოფიცრები ათენში შუაღამიდან გამთენიამდე აქტიურად იმუშავებენ ორგანიზებული და არაორგანიზებული დანაშაულის პრევენციისთვის.

როგორც სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ტაკის თეოდორიკაკომ განაცხადა, პოლიციელების გაზრდილ რაოდენობას ქუჩებში 1-ლი ნოემბრიდან ვნახავთ, ისინი იპატრულირებენ ღამის 12 საათიდან დილის 06:00 საათამდე. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ორშაბათიდან უბნების განყოფილებებსაც შეემატებათ ახალი ოფიცრები.

თეოდორიკაკომ გუშინ კალითეას პოლიციის განყოფილება მოინახულა, სადაც მუშაობა 25-მა ახალმა ოფიცერმა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ პოლიციის გაძლიერებული მუშაობა მიმართულია დანაშაულების აღმოფხვრისკენ და მინისტრის მოთხოვნაა, ოფიცრები მეგობრულები და სოლიდარულები იყვნენ მოქალაქეთა მიმართ, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ, რომ გაჩნდეს მეტი ნდობა და საზოგადოებას ჰქონდეს სამართალდამცველთა იმედი.

onalem

ტესტ