fbpx
საბერძნეთი

“ამ ბიძგებმა გვიჩვენა, რომ საბერძნეთის ნებისმიერ კუთხეში შეიძლება მიწისძვრა მოხდეს” – გერასიმოს პაპადოპულოს

გეოდინამიკური ინსტიტუტის სეისმოლოგიური კვლევების ხელმძღვანელმა, გერასიმოს პაპადოპულომ ხმამაღლა განაცხადა, რომ საბერძნეთის ნებისმიერ კუთხეში თავისუფლად შესაძლებელია, რომ ძლიერი მიწისძვრა მოხდეს.

“1900 წლის შემდეგ კრეტაზე მიწისძვრა გუშინ პირველად მოხდა. ცხადია, ვგულისხმობ ძლიერ მიწისძვრას, რადგან მცირე ძალის ბიძგები ხშირად ფიქსირდებოდა. ჩვენ არ ვიცოდით, თუ რამდენად აქტიური იყო სეისმურად ეს ტერიტორია, მაგრამ ახლა მონაცემები ცხაყოფს, რომ ქვეყნის ნებისმიერ წერტილში შეიძლება იგივე განმეორდეს.

კრეტამ ისტორია დაწერა, ჩვენ გვეგონა, რომ ასეთი სეისმური ბიძგები მხოლოდ წყლის ტერიტორიაზე შეიძლებოდა განვითარებულიყო.

5.8 ბალიანი მიწისძვრა იყო მთავარი მიწისძვრა, მაგრამ მოსახლეობას ვურჩევ, რომ არ დაბრუნდნენ სახლებსა და მაღაზიებში, ვიდრე ამ შენობებს ინჟინრები არ შეამოწმებენ. საჭიროა, რომ მთელ საბერძნეთში მოსახლეობა იყოს ინფორმირებული, რომ იყვნენ ფრთხილად და ყურადღებით,” აცხადებს პაპადოპულო.

onalem

ტესტ