fbpx
პოლიტიკა

ისტორიული შეთანხმება: საფრანგეთი საბერძნეთს შეტევის შემთხვევაში შეიარაღებული ძალებით დაიცავს

პარიზში საბერძნეთსა და საფრანგეთს შორის ისტორიულ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ემანუელ მაკრონმა აღნიშნულ შეთანხმებას უმნიშვნელოვანესი მომენტი უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის ბოლო 18 თვის მანძილზე ინტენსიური თანამშრომლობის კულმინაცია.

მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთსა და საბერძნეთს აქვთ საერთო ხედვა, მათი კავშირები ძირძველია და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

შეთანხმების მთავარი არსი არის ის, რომ საფრანგეთი საბერძნეთს დაიცავს ყველა იმ შემთხვევაში, თუკი მასზე რაიმე სახის შეტევა და თავდასხმა განხორციელდება. ეს მოხდება შეიარაღებული ძალების ჩარევით, რომლებიც სრულ მზადყოფნაში იქნებიან.

“ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოების მთლიანობა, საერთო ტერიტორიების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. საბერძნეთს ჰქონდა კულტურა მანამდეც კი, სანამ ერი გახდებოდა და ჩვენ მოგვცა საშუალება გავმხდარიყავით ის, ვინც ახლა ვართ,” დასძინა მაკრონმა.

onalem

ტესტ