fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა მამაკაცმა პოლიციას ცრუ ჩცენება მისცა, რომ დაეკავებინათ და სახლში ცოლის ჩხუბი არ მოესმინა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თესალონიკში მოხდა, სადაც მამაკაცმა ღამის გათევა პოლიციის განყოფილებაში ამჯობინა, ვიდრე სახლში. მან ოფიცრებს ტყუილი უთხრა, რომ სახლიდან წაეყვანათ, რადგან ცოლის ჩხუბისა და წუწუნის მოსმენა აღარ შეეძლო.

ყველაფერი გუშინ ღამით დაიწყო, როდესაც ქალი სამსახურიდან დაბრუნდა და იმის გამო, რომ სახლი არეული დახვდა, ჩხუბი დაიწყო. ვინაიდან ბინიდან ძლიერი ხმაური გამოდიოდა, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს და როდესაც ოფიცრები ადგილზე მივიდნენ, ქალმა განაცხადა, რომ მეუღლემ სცემა, რაც თავის მხრივ, მამაკაცმაც დაადასტურა, მიუხედავად იმისა, რომ ცოლს არც კი შეხებია.

ის ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და გაიმართა სასამართლოც. თავად ქალმა მოგვიანებით პროცესზე განაცხადა, რომ ქმარს მისთვის არაფერი დაუშავებია და ბოდიში მოიხადა ტყუილისთვის. ისიც აღნიშნა, რომ წამლებს იღებს და შესაძლოა ამ ფაქტმაც მოახდინა გავლენა, რომ თავზე კონტროლი დაკარგა.

მოსამართლემ მამაკაცი გაამართლა და გაათავისუფლეს, რადგან საქმეში არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები დანაშაულის შესახებ. თუმცა, როგორც ჩანს, მამაკაცი ბევრად მშვიდად გრძნობდა თავს დაკავების იზოლატორში, ვიდრე სახლში.

onalem

ტესტ