fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: ღამის კლუბში, სადაც ნატასა თეოდორიდუ მღეროდა, ცეცხლი გაჩნდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი თესალონიკში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. აღნიშნულ გასართობ დაწესებულებაში ნატასა თეოდორიდუ და იანის პლუტარხოს შვილი, გიორგოს კაკოსეო მღერიან და იმ დროს სწორედ მათი გამოსვლა იყო.

დაახლოებით 02:00 საათზე, როდესაც მომღერლები სცენაზე იდგნენ, ცეცხლი გაჩნდა. საბედნიეროდ, სტუმრებიცა და თეოდორიდუც აღნიშნულ ფაქტს მშვიდად შეხვდნენ და სანამ გავრცელდებოდა, ცეცხლმაქრების გამოყენებით ადგილზევე ჩააქვრეს.

რა თქმა უნდა, საჭირო გახდა გარკვეული დრო, რომ იქაურობა კვამლისგან გასუფთავებულიყო და კონცერტი გაგრძელებულიყო.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ