fbpx
საბერძნეთი

ათენში ეძებენ 56 წლის ქალს, რომელიც აბელოკიბზე სამსახურში მიდიოდა და უკვალოდ გაქრა

გავრცელებული ინფორმაციით, 56 წლის ქალი, კატერინა ბაცუ, მარუსის ტერიტორიიდან გაუჩინარდა და ამ დრომდე პოლიცია მის კვალზე ვერ გადის. როგორ ირკვევა, ქალი პარასკევს დილით გავიდა სახლიდან, რომ აბელოკიპის უბანში, სამსახურში მისულიყო, თუმცა, იქ არ გამოჩენილა.

მედიასთან მისი ვაჟი საუბრობს: “ხუთშაბათს ვისაუბრეთ, სახლში იყო, დილით ჩვეულებრივად მოემზადა, სამსახურში მიდიოდა, დაგვემშვიდობა და წავიდა. მისი მანქანა დაფიქსირებულია კამერაზე 08:51 საათზე, კიფისიის გამზირისკენ მოძრაობდა. ეს არის მარშრუტი, რომელსაც ყოველდღე გადიოდა, სამსახურისკენ მიმავალი. არასოდეს უთქვამს, რომ რაიმე სერიოზული აწუხებდა, უჩვეულო არაფერი შეგვინიშნავს. ამიტომ ვერ ვხვდებით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო.

5 წლის წინ ძმა დაკარგა, მაგრამ უკვე შედარებით კარგად იყო ფსიქოლოგიურად, რაც ჩვენ ვიცით, არავისთან ჰქონია უთანხმოება ან სერიოზული დაპირისპირება, რომ რაიმე ვარაუდი გამოვთქვათ,” ამბობს მისი შვილი.

კატერინა ბაცუს კვალი კამერებიდანაც ქრება, ის არც სამსახურამდე მისულა და ცხადია, ვერ ხერხდება დაკავშირება ვერც მობილურ ტელეფონზე.

onalem

ტესტ