fbpx
საბერძნეთი

ათენის აეროპორტი აგვისტოში რეკორდულად ბევრ მგზავრს მოემსახურა

ათენის აეროპორტი აგვისტოს თვეში საერთო ჯამში 3.04 მილიონ მგზავრს მოემსახურა, შედარებით 2018 წლის აგვისტოსთან, როდესაც 2.88 მილიონი იყო. ეს ნიშნავს, რომ მაჩვენებელი 5.2%-ით გაიზარდა.

“ათენის აეროპორტმა მსგავსი რეკორდი პირველად აჩვენა. ერთ თვეში 3 მილიონი ადამიანი,” აცხადებს აეროპორტის ხელმძღვანელობა.

ბოლო მონაცემების მიხედვით, საერთაშორისო მგზავრების რაოდენობა 8.1%-ით არის გაზრდილი და 2.12 მილიონს მიაღწია, ხოლო შიდა რეისებზე მიმავალი მგზავრების რაოდენობა 1.1%-ით შემცირდა, 915,008-მდე.

იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით ათენის საერთაშორისო აეროპორტი 17.28 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

 

onalem

ტესტ