fbpx
საბერძნეთი

“ან ვაქცინაცია, ან ინფიცირება! სხვა გზა არ არსებობს” – საბერძნეთში მოვლენები კრიტიკულად ვითარდება

ეპიდემიოლოგმა და ჯანდაცვის პროფესორმა, ტაკის პანაიოტოპულომ საბერძნეთში პანდემიის აფეთქებასა და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დელტა შტამმა მთელი მსოფლიო კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააგდო და გამონაკლისი არც საბერძნეთია.

“ან ვაქცინაცია, ან დაინფიცირება და იმუნიტეტის გამომუშავება! ეს არის ორი გზა, რომლითაც შევძლებთ კორონავირუსთან შებრძოლებას. 

ერთადერთი პოზიტიური ფაქტი, რაც ახლა გვეხმარება ის არის, რომ დღეს ინფიცირდებიან შედარებით პატარა ასაკის ადამიანები, რომლებსაც ნაკლები შანსი აქვთ, რომ ვირუსი რთულად გადაიტანონ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ აბსოლუტურად დაცული არავინ არის.

რაც შეეხება ვაქცინის მოწინააღმდეგეებს, ისინი არ არიან გაურკვევლობაში, მათ უბრალოდ ეშინიათ და სჭირდებათ დარწმუნება, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. 

ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც მომენტში მაინც, გვექნება შეხება ვირუსით ინფიცირებულთან. ამას თავიდან ვერ ავირიდებთ, განსაკუთრებით, დელტა მუტაციის დროს, რომელიც ძალზე სწრაფად ვრცელდება. ამიტომ ან აცრა ან ინფიცირებით გამომუშავებული იმუნიტეტი – მხოლოდ ეს ორი სცენარი განიხილება.”

 

onalem

ტესტ