fbpx
რელიგიასაბერძნეთი

“მოუსმინეთ მეცნიერებას, გაიკეთეთ ვაქცინა” – საბერძნეთის წმინდა სინოდი

საბერძნეთი წმინდა სინოდმა ქვეყნის მოქმედ ტაძრებში დააგზავნა ცირკულარი (წერილობითი განკარგულება), რომელიც უნდა წაიკითხონ კვირა დღეს, საღმრთო მსახურების დროს.

ცირკულარი მოუწოდებს მოსახლეობას, მოუსმინონ მეცნიერებას და ექსპერტებს, რომლებიც მათ საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ აცნობებენ. მასში განმარტებულია, რომ ვაქცინაცია არ ეწინააღმდეგება ეკლესიურ მრწამსსა და სწავლებას.

გარდა ამისა, ცირკულარში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ეკლესია, თავის მხრივ, ენდობა სამეცნიერო საზოგადოებას, რომელიც დღე და ღამე იბრძვის პანდემიისგან თავის დასაღწევად. ასევე, მედიცინა და წამლები შექმნილია ადამიანური ტანჯვისგან გასათავისუფლებლად და წერია, რომ ახალ აღთქმაში უფალი თავად აღნიშნავს სამედიცინო მეცნიერების აუცილებლობას.

იხილეთ კითხვა-პასუხი, სინოდის წარმომადგენელთა სოტირის ციოდრასა და ვასილის კიკილიასთან შეხვედრიდან აქ.

onalem

ტესტ