fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 28 წლის გოგონას მუცელში ექიმებს მარლა ჩარჩათ – 1 კვირაში მას მეორე ოპერაცია დასჭირდა

მორიგი სამედიცინო შეცდომის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. ინციდენტი კუნძულ კოსზე მოხდა, სადაც ახალგაზრდა გოგონას გინეკოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 28 წლის გოგონას მუცელში ექიმებს მარლები ჩარჩათ, მას ისე დაადეს ნაკერები, რომ სისხლით გაჟღენთილი მარლების ამოღება დაავიწყდათ. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, ცხადია, ძლიერი ტკივილები დაეწყო და ისევ მივიდა ექიმთან, რათა მიზეზი გაერკვია.

გოგონას ოპერაცია 21 თებერვალს ჩაუტარდა, ხოლო 27 თებერვალს გაკეთებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მუცლის არეში უცხო სხეული ჰქონდა, მეორე დღეს, 28 თებერვალს, მას მეორე ოპერაცია დასჭირდა მარლების ამოსაღებად.

მედიის ცნობით, დაზარალებულმა ექიმების წინააღმდეგ სარჩელი 4 მარტს შეიტანა.

onalem

ტესტ