fbpx
საბერძნეთი

ხვალ წვიმა და ძლიერი ქარი საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიებზე – არჩევნები წვიმიანი ამინდით

ხვალ, 21 მაისს, საბერძნეთის მოსახლეობა არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. გადაადგილების ტენდენცია საკმაოდ მაღალი იქნება, თუმცა, ამინდი ამ ყველაფერს არც თუ ისე შეუწყობს ხელს.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალ თითქმის მთელი საბერძნეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, წვიმის სახით, შესაბამისად, ღრუბლიანობა და ძლიერი ქარი.

ფენომენი თავდაპირველად გააქტიურდება ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში და სწრაფად გავრცელდება დანარჩენ რეგიონებშიც, ქარი განსაკუთრებით ძლიერი იქნება იონიის ზღვასა და პელოპონისოს ტერიტორიაზე. ღამის საათებში ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა, ტემპერატურა 14-დან 24 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება თესალონიკს, გაზრდილი იქნება ღრუბლიანობა და შუადღიდან იწვიმებს, იქროლებს ქარი 3-4 ბალის სიძლიერის, ხოლო ჰაერი 13-დან 23 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ