fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის განათლების მინისტრმა უკრაინელ ბავშვებს სკოლაში პირადად უმასპინძლა

საბერძნეთის განათლების მინისტრი, ნიკი კერამეო, რაფინას სკოლაში მივიდა და პირადად უმასპინძლა უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც სწავლას აღნიშნულ სკოლაში დაიწყებენ.

კერამეო უშუალოდ და გულღიად მიუდგა ლტოლვილ პატარებს და მათთან ერთად ითამაშა კიდეც. ცხადია, ბავშვებს დიდი სიხარულით დახვდნენ თანაკლასელებიც.

განათლების მინისტრმა უკვე წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება სპეციალური პლატფორმა და გუნდი, უკრაინული საგანმანათლებლო საზოგადოების მხარდასაჭერად და მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

“საბერძნეთმა გული გაუხსნა უკრაინელ ბავშვებს, რომელთაც დატოვეს თავიანთი ქვეყანა, უკეთესი მომავლისთვის. ბავშვები, რომელთაც განიცადეს ომის საშინელება, აქ იპოვიან თავშესაფარს და ჩვენ ვიზრუნებთ მათ საგანმანათლებლო საჭიროებებზე, დავიცავთ მათ განათლების უფლებას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ჩვენი მიზანია, რომ ჩამოვაყალიბოთ არსებითაც ინკლუზიური სკოლები,” აცხადებს კერამეო.

onalem

ტესტ