fbpx
საბერძნეთი

“პირბადეების მოხსნას ნუ ჩქარობთ” – რას ამბობს პროფესორი, ალკივიადის ვატოპულო აღნიშნულ ვალდებულებაზე?!

როგორც უკვე ცნობილია, პროფესორი, მატინა პაგონი ვარაუდობს, რომ საბერძნეთში პირბადეების ღია სივრცეში ტარების ვალდებულება 20 სექტემბრის შემდეგ მოიხსნება. ალკივიადის ვატოპულო კი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა ვიჩქაროთ.

“არ უნდა ვიჩქაროთ პირბადეების მოხსნა, რადგან ეს არის თავდაცვის ძალიან ძლიერი იარაღი. ნელა, მაგრამ მოვა დრო, როდესაც აღარ იქნება სავალდებული ღია სივრცეებში პირბადეების ტარება, ასევე მათთვის იქნება ნაკლები შეზღუდვა, ვინც ვაქცინირებულია.

რაც შეეხება, ვაქცინის გვერდით ეფექტებს, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღე 100.000-მდე აცრა კეთდება და იღუპება 300 ადამიანი, მხოლოდ სხვადასხვა მიზეზებით. იმის თქმა მინდა, რომ გულის შეტევა მაინც ემართებათ ადამიანებს და ეს არ არის მხოლოდ ვაქცინასთან დაკავშირებული. 

ამ დროისთვის ჯერჯერობით ადრეა ბავშვების ვაქცინაციაზე საუბარი. მოდით, ჯერ ზრდასრულების აცრის პროცესი დასრულდეს და დანარჩენს შემდეგ ვნახავთ,” განაცხადა პროფესორმა და საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოს წევრმა.

 

onalem

ტესტ