fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ბიჭმა ყოფილი შეყვარებული კაფეში ჯდომისას ყველას თვალწინ სასტიკად სცემა

შოკისმომგვრელი ინციდენტი ხალკიდას სანაპიროსთან, საღამოს საათებში მოხდა. ერთ-ერთ კაფეში გოგონა თავის მეგობრებთან ერთად იჯდა, რა დროსაც ადგილზე მისი ყოფილი შეყვარებული მივიდა და თავს დაესხა.

ირკვევა, რომ ბიჭმა ჯერ მაგიდა დალეწა, შემდეგ ყველანაირ ჭურჭელს, რომელიც ზედ იდო გოგონას ურტყამდა. ამ ყველაფრის შედეგად 18 წლის გოგომ გონება დაკარგა. მისი დახმარება მეგობრებმა სცადეს, თუმცა, გაცეცხლებული თავდამსხმელი მათაც გაუსწორდა ფიზიკურად, შემდეგ კი გაიქცა.

როცა გოგონა გონზე მოვიდა, მეგობრებს ეუბნებოდა, რომ პოლიცია არ გამოეძახათ, რადგან ეშინოდა. მიუხედავად ამისა, ოფიცრები ადგილზე სხვა თვითმხილველთა საჩივრის შემდეგ მივიდნენ, მაგრამ არავინ დააკავეს.

გასაოცარი, მაგრამ საბერძნეთისთვის დამახასიათებელია, რომ ეს ბიჭი გოგონას წარსულშიც გასწორებია ფიზიკურად და ბევრჯერ დაუკავებიათ, თუმცა, შემდეგ ისევ ათავისუფლებდნენ და შესაბამისად, მას შემდეგ იგივეს იმეორებს.

 

onalem

ტესტ