fbpx
კრიმინალი

4 მკვლელობა და ნარკოტიკებით ვაჭრობა ბრალდებებს შორის – ვინ არიან გაქცეული პატიმრები

როგორც უკვე ცნობილია, ხანიიდან 5 განსაკუთრებით საშიში პატიმარი გაიქცა. პაკისტანის ერთი და ალბანეთის ოთხი მოქალაქის ძებნა განუწყვეტლივ მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, ისინი პოლიციის განყოფილების დაკავების იზოლატორიდან 02:00 საათზე გაიქცნენ. მათ გისოსების მოღუნვა მოახერხეს, ასევე ნაწილობრივ ჩამოტეხეს ცემენტი კედლიდან და კარი უკვე ხნილი ჰქონდათ თავისუფლებისკენ, რომელიც რამდენ ხანს გასტანს ჯერ სადავო საკითხია.

განყოფილების ვერცერთმა პოლიციელმა მათი გაქცევა ვერ შენიშნა.

საინტერესოა, თუ ვინ არიან ისინი და რა ბრალდებები აქვთ.

კერძოდ, 34 წლის პაკისტანელს სამი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

43 წლის ალბანელს ბრალად შეიარაღებული ძარცვა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობა ედება, რომელიც მთელ ატიკაში ტეხდა ბინებს. ძარცვის ერთ-ერთი შემთხვევა ადამიანის მკვლელობით დასრულდა. მასაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

დანარჩენ ალბანელებს, 28, 32 და 43 წლის, ბრალად ნარკოტიკებით ვაჭრობა ედებათ.

onalem

ტესტ