fbpx
კრიმინალი

ხანია: 5 საშიში კრიმინალიდან 3 უკვე დააკავეს – როგორ მიაგნეს გაქცეულ პატიმრებს?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხანიის პოლიციის განყოფილებიდან გაქცეული ხუთი პატიმრიდან 3 უკვე დააკავეს. როგორც ირკვევა, პოლიციას მათ კვალზე გასვლა არ გასჭირვებია, ვინაიდან შესაძლოა ოსტატურად გაქცევა შეძლეს, მაგრამ დამალვაში იგივე ნიჭი არ გამოიჩინეს.

არსებული ცნობებით, გაქცეულთაგან სამმა მანქანა მოიპარა და უდარდელად გადაადგილდებოდა ცენტრალურ ქუჩებში. გამომდინარე იქიდან, რომ მანქანის მოპარვის შესახებ მაშინვე შევიდა საჩივარი, პოლიციისთვის ეს დამხმარე ფაქტორი აღმოჩნდა და გაქცეულებს მალევე მიაგნეს.

როგორც ჩანს, დამნაშავეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და პოლიციას ჩაბარდნენ. რაც შეეხება დანარჩენ ორ კრიმინალს, ამბობენ, რომ მათ შესახებ არაფერი იციან, რადგან სხვა გზით წავიდნენ და წარმოდგენა არ აქვთ, სად შეიძლება იმალებოდნენ.

onalem

ტესტ