fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ქარი, თოვლი და ტემპერატურის ვარდნა დღეს საბერძნეთში – როდის გაუმჯობესდება ამინდი?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში მოკლევადიანი უამინდობა გველის, რომელსაც ძლიერი ქარი და ნალექი მოჰყვება თან. დღეს დილიდან უკვე იგრძნობა ტემპერატურის ვარდნა, თუმცა, როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, ამინდის გაუმჯობესება ხვალიდანვე დაიწყება.

კერძოდ, დღევანდელი პროგნოზი ასე გამოიყურება:

ქვეყნის მასშტაბით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი, რომლის ძალაც 8-10 ბალი იქნება. მაკედონიის, თრაკის, თესალიის, სპორადესის, ევიის, დოდეკანესისა და კიკლადესის კუნძულებზე მოსალოდნელია უხვი ნალექი, წვიმის სახით. ფენომენი ნელ-ნელა გააქტიურდება კრეტაზეც.

აღმოსავლეთ მაკედონიის, თრაკისა და ევიის მთიან და ნახევრად მთიან ტერიტორიებზე მოსალოდნელია თოვა.

ჩრდილოეთ და ცენტრალურ საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 8-10 გრადუსით დაეცემა.

დღეს ათენის ცენტრში ჰაერი მაქსიმუმ 6 გრადუსამდე გათბება, ხოლო ხვალიდან 10 გრადუსამდე მოიმატებს.

onalem

ტესტ