fbpx
საბერძნეთი

ყველა შეზღუდვის გაუქმება მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის საბერძნეთში – რაზე მუშაობს მთავრობა?!

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობა მოსახლეობის ვაქცინირებული ნაწილისთვის შეზღუდვების სრული გაუქმების საკითხზე მსჯელობს და მუშაობს. როგორც ტელეკომპანია იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ეტაპობრივად იგეგმება აღდგომის პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხების განხილვა ბოლო პერიოდში ევროპის სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს და მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინირებულებს ეხებათ.

ამჟამინდელი ინფორმაციით, ზომების მოხსნა ორ ძირითად ეტაპად მოხდება, ვაქცინირებულ პირებს აღარ ექნებათ არანაირი შეზღუდვა და ერთადერთი რისი გაკეთებაც მოუწევთ, პირბადის ტარებაა.

მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, აკრძალვები კვლავ იმოქმედებს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნება (ასაკიანი ადამიანები). მიუხედავად ამისა, სოციალურ აქტივობებზე წვდომის თვალსაზრისით, დაყოფა მოხდება ცალსახად იმის მიხედვით, ვაქცინირებულია თუ არა ადამიანი და არა ასაკის მიხედვით.

მეორეს მხრივ, როგორც მედია იუწყება, სკოლებში კონტროლი კვლავ შენარჩუნდება, რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევათა სტატისტიკის გამოქვეყნებას, მოსალოდნელია, რომ შეიცვალოს პოლიტიკა და გამოქვეყნდეს მხოლოდ მძიმედ დაავადების შემთხვევები და არა ინფიცირების აბსოლუტურად ყველა ფაქტი.

 

onalem

ტესტ