fbpx
საბერძნეთი

როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით უკან – საბერძნეთი ზამთრის დროზე გადადის!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ოქტომბრის თვის ბოლოს ისევ გადავდივართ “ზამთრის გრაფიკზე”, რაც ნიშნავს, რომ საათები ისევ უნდა გადავწიოთ.

2021 წელს გამართული მსჯელობის შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო, დროის ცვლილების საკითხი ისევ ისე რჩება და მოგვიწევს, რომ ოქტომბრისა და მარტის თვეში ზამთრისა და ზაფხულის დროებზე გადავიდეთ.

ზამთრის გრაფიკის ფარგლებში საბერძნეთში საათებს 2023 წლის 29 ოქტომბერს 1 საათით უკან გადავწევთ, ხოლო შემდეგ, ზაფხულის დროზე დასაბრუნებლად, 2024 წლის 31 მარტს, კვლავ წინ გადავწევთ.

უცნობია, აპირებს თუ არა ევროკავშირის აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთხელ მსჯელობას და მხოლოდ ერთი დროის შენარჩუნებას მთელი წლის მანძილზე.

onalem

ტესტ