fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი: სემინარები უმუშევრებისთვის, რომლებში მონაწილეობისთვისაც სახელმწიფო 1.000 ევრომდე გადაგიხდით

ხვალიდან, 18 ოქტომბრიდან, იწყება განაცხადების მიღება ΔΥΠΑ-ს პროგრამაში მონაწილეობისთვის, რომელიც განკუთვნილია უმუშევრებისთვის. ონლაინ აპლიკაცია ღია იქნება მანამდე, ვიდრე 30.000 ადგილი არ შეივსება.

პროგრამა ხორციელდება აღდგენისა და მდგრადობის ეროვნული გეგმის, “Greece 2.0” ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით – NextGenerationEU და მიზნად ისახავს ტრენინგის დაკავშირებას შრომის ბაზრის საჭიროებებთან, უმუშევართა დასაქმების გაძლიერებას. სემინარები უზრუნველყოფს უფრო სწრაფ დასაქმებას და მათი რეინტეგრაციაც.

თითოეული მსურველი დაესწრება თეორიულ სასწავლო პროგრამას, რომლის საერთო ხანგრძლივობაა 200 საათამდე, ტრენინგის დასრულების შემდეგ ბენეფიციარები მიიღებენ მონაწილეობას დამოუკიდებელი ორგანოების მიერ ცოდნისა და უნარების სასერტიფიკაციო გამოცდებში და ვინც წარმატებას მიაღწევს, მიიღებს სრულ სასწავლო “შემწეობას”, რაც განისაზღვრება 1000 ევრომდე (5 ევრო ტრენინგის საათში).

ვინც დააკმაყოფილებს მონაწილეობის პირობებს, დაემატება ბენეფიციარების რეესტრს და შეძლებენ შემოთავაზებული პროგრამების სიიდან აირჩიონ სასწავლო პროგრამა, რომელზედაც სურთ დასწრება.

მონაწილეობისთვის ეწვიეთ ელექტრონულ პლატფორმას ხვალიდან, 14:00 საათის შემდეგ:

https://www.gov.gr/ipiresies/ekpaideuse/katartise/eggraphe-sto-metroo-opheloumenon-gia-ten-katartise-meso-ton-kedibim-ton-aei-kai-ton-adeiodotemenon-kdbm

onalem

ტესტ