fbpx
კატეგორიის გარეშე

კახა კალაძემ ფონიჭალის ტრაგედიაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა. ვიდეო

ფონიჭალაში აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, დაღუპულები იპოვეს. თბილისის მერს ახალგაზრდა ქალისა და მისი 1.2 წლის შვილის დაღუპვის შესახებ კომენტარის გაკეთა გაუჭირდა – მან ცრემლები ვერ შეიკავა.

მომხდარის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა.

თბილისის მერის თქმით, კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, შემოწმება ჩაუტარდება და დადგინდება, რამდენად უსაფრთხო იქნება სამომავლოდ საცხოვრებლად. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შენობის გამაგრების სამუშაოებს დედაქალაქის მერია განახორციელებს.