fbpx
საბერძნეთი

პირეას პორტში 60 კილოგრამი დახარისხებული კოკაინი აღმოაჩინეს – დაკავებულია სამი ბერძენი

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციის განყოფილებაში საგანგებო მდგომარეობა გამოცახდდა მას შემდეგ, რაც შევიდა ინფორმაცია, რომ აღმოაჩინეს უზარმაზარი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებები.

როგორც ტელეკომპანია ΕΡΤ-ის ჟურნალისტის, ზოი კაკავასის სიუჟეტიდან ირკვევა, პირეას პორტში არსებულ ერთ-ერთ კონტეინერში აღმოაჩინეს 60 კილოგრამი კოკაინი. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ნარკოტიკული საშუალებები განთავსებული იყო სპეციალურ პაკეტებში, დახარისხებული იყო გასაღების მიზნით.

გემი, რომელსაც კონტენიერი გადაჰქონდა, სამხრეთ ამერიკიდან მოდიოდა.

აღნიშნული საქმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ატიკის უსაფრთხოების დირექტორატმა და საბერძნეთის პოლიციის წარმომადგენელმა პრესკონფერენცია ჩანიშნა.

onalem

ტესტ