fbpx
კატეგორიის გარეშე

“ათენიდან ლარისაში ჩავიდა და ტავერნაში მყოფ ცოლს 8 ტყვია ესროლა” – კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ამბავი საბერძნეთში

ქმრების მხრიდან ცოლებზე ძალადობის შემთხვევებს საბერძნეთში ბოლო აღარ უჩანთ. მოკლულია 43 წლის ქალი, რომელსაც საკუთარმა ქმარმა 8 ტყვია ესროლა და ტავერნაში მყოფი სიცოცხლეს გამოასალმა.

ამ დროისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ისინი მრავალი წლის მანძილზე იყვნენ დაქორწინებულები და ათენში ცხოვრობდნენ. ვინაიდან ქალის ძმას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, 4-5 თვის წინ ის ლარისაში ჩავიდა და ძმას ტავერნაში გარკვეულ დახმარებას უწევდა, რადგან საქმეების დამოუკიდებლად მართვა არ შეეძლო.

“ეს მამაკაცი აქ არ ყოფილა. ათენიდან ლარისაში ჩამოვიდა, რომ ცოლი მოეკლა. მისი ძმის ტავერნაში მივიდა და 8 ტყვია ესროლა. რა ვთქვა, აბსოლუტურად ყველაფერი არეული გვაქვს. არ ვიცით, რა პრობლემები ჰქონდათ ერთმანეთთან. ქალი 4-5 თვის მანძილზე იმყოფება აქ და ძმას ტავერნაში ეხმარებოდა. შვილებიც ჰყავთ, დაახლოებით 20 წლამდე უნდა იყვნენ,” ამბობენ ადგილობრივები.

54 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია, თუმცა, მკველელობის კონკრეტული მოტივი ცნობილი არ არის.

onalem

ტესტ