fbpx
საბერძნეთი

“საჭიროა დიდი სიფრთხილე” – საბერძნეთში გვალვის შემდეგ უხვ ნალექს ელოდებიან

მეტეოროლოგ კლეარხოს მარუსაკის ინფორმაციით, საბერძნეთში რამდენიმე დღეში ძლიერ სიცხეს ნალექი და ქარიშხალი შეცვლის, თუმცა, მომდევნო კვირიდან კვლავ გვალვაა მოსალოდნელი.

მარუსაკი აცხადებს, რომ პარასკევიდან ნავარაუდევია ტემპერატურის ვარდნა, წვიმა, ჭექა-ქუხილი და სეტყვა. პარასკევს შუადღიდან მსგავსი კლიმატური ფენომენი გაბატონდება თესალიასა და მის ზემოთ მდებარე რეგიონებში.

მეტეოროლოგი აღნიშნავს, რომ მოსახლეობის მხრიდან საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოჩენა, არ არის გამორიცხული, რომ ქარიშხალი იყოს ძალიან ძლიერი, ვინაიდან გვალვას თან ახლავს ხოლმე ცივი ჰაერის მასები და ეს ორი ფენომენი სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს.

დღეს ათენში ჰაერი 43 გრადუსამდე გათბება, ხოლო ხუთშამათს 44-მდე აიწევს:

 

onalem

ტესტ