fbpx
საზოგადოება

ტრაგედია ათენში: აფეთქებამ შვილიშვილი აივნიდან გადააგდო, ბებია კი ცოცხლად დაწვა

კატო პატისიაზე მომხდარმა შემთხვევამ მთელი ათენი შეძრა. ვრცელდება დეტალები, თუ რამ გამოიწვია ფოლეგანდროს ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება და როგორ დაიღუპა იქ მყოფი ორი ადამიანი.

ირკვევა, რომ ტრაგედია გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია, რის შედეგადაც არა მხოლოდ ერთი ოჯახის ბინა, არამედ სხვა ბინებიც დაზიანდა, ვინაიდან გაჩნდა ცეცხლი.

როგორც ცნობილია, მეხანძრეებს ადგილზე მისვლისას მანქანის სახურავზე დახვდათ ცხედარი, რომელიც აღმოჩნდა, რომ 33 წლის მამაკაცს ეკუთვნის, რომელიც სახლში ნაპოვნი ქალის შვილიშვილია. თავდაპირველად ვერ ხერხდებოდა გარკვევა, სახლში ნაპოვნი ცხედარი ვის ეკუთვნოდა ან საერთოდ ქალი იყო თუ მამაკაცი, მაგრამ მედია იუწყება, რომ ის მოხუცი ქალბატონია, 33 წლის მამაკაცის ბებია.

ასევე, სახანძრო სამსახური ადასტურებს ინფორმაციას, რომ ახალგაზრდა ბიჭი აფეთქებამ აივნიდან გადმოაგდო, გაჩერებულ მანქანას დაეცა და სწორედ ამ დროს გარდაიცვალა, ვინაიდან ვარდნა მოხდა მე-4 სართულიდან.

გამოწვეული ზარალი ძალიან დიდია მთელ კორპუსში.

ნახეთ კადრები:

onalem

ტესტ