fbpx
საბერძნეთი

“ჩვენ თავად მოგაკითხავთ, რომ ვაქცინა გაგიკეთოთ” – ვასილის კიკილიას

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიამ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის ტემპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე აქტიურია ადგილზე მისვლით ვაქცინაცია, ვინაიდან მუშაობენ მობილური ჯგუფები. ეს პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ შეუძლიათ ვაქცინაციის ცენტრებში მისვლა და აცრა, ამიტომ ექიმები თავად მიდიან მათთან.

“მე მინდა გულითადად ვთხოვო ოჯახის ექიმებს, ყველა სპეციალობის ექიმს, რომ დაგვეხმარონ ამ მცდელობაში, კარდაკარ შეატყობინონ მოსახლეობას, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და დეზინფორმაცია გაფანტონ. გაფანტონ შეთქმულების თეორიებიდან გამომდინარე შექმნილი ეჭვები. 

ასევე, მოვუწოდებთ დიდი სასტუმროების მფლობელებს, რომ მიაწოდონ ჯანმრთელობის ადგილობრივ ცენტრებს ინფორმაცია იმ თანამშრომელთა რიცხვის შესახებ, რომელთაც აცრა სურთ, რომ ეს პროცესი მათთვის უფრო მარტივი გახდეს. 

მოგვაწოდეთ ინფორმაცია და ჩვენ, თავად მოვალთ, რომ ვაქცინა გაგიკეთოთ…

უკვე მეორე წელია, რაც ჯანდაცვის სისტემა და სამინისტრო ერთობლოვად იბრძვის საბერძნეთის თითოეული მოსახლის დასაცავად, მოდით, ერთად გადავჭრათ ეს პრობლემა, რომ საბოლოოდ დასრულდეს მკვლელი პანდემია,” განაცხადა მინისტრმა.

 

onalem

ტესტ